ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

ტურიზმი

ზოგადი ტურისტული მახასიათებლები

vani

ქვეყანა -  საქართველო

მხარე - იმერეთი

კოორდინატები -  42°01′″N 42°37′″E

ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ვანი

სატელეფონო კოდი +995 232

მოსახლეობა - 35,824

ფართობი - 558  კვ.კმ;

მანძილი რეგიონის ცენტრამდე (ქუთაისი) - 41 კმ;

მანძილი უახლოეს რკინიგზის სადგურამდე (სამტრედია) - 24 კმ;

 მანძილი უახლოეს აეროპორტამდე (კოპიტნარი) - 35 კმ; 

მანძილი უახლოეს საზღვაო სადგურამდე (ფოთი) - 80 კმ;

     ვანის რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, სოფლის მეურნეობა, მდიდარი ხალხური სტუმართმასპინძლობის ტრადიციები  კარგი წინაპირობაა რაიონში ტურიზმის განვითარებისათვის.

    ვანის მუნიციპალიტეტში მრავალი ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიანანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ წარმოდგენას უქმნიდა სტუმარს ქართული თვითმყოფადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობა, ვანის რაიონის უმშვენირეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

ვანში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის შემდეგ მიმართულებებს:

  • ისტორიული – ვანი მდიდარია შუა საუკუნეების პერიოდის ისტორიული ძეგლების ნაშთებით კერძოდ, თამარ მეფის ციხე (ბზვანი), ნამარხი ციხე გამოქვაბულით (ბზვანი),  მაისოურის ციხე-სიმაგრე  (ყუმური), ისრითის ციხე (დიხაშხო) და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯვარი ალპურ ზონაში (ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნე), რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ანდრია პირველწოდებულის მოგზაურობის დროს მის მიერვე არის აღმართული;
  • სათავგადასავლო – ვანის რაიონი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომელიც ლამაზადაა შერწყმული მთაგორიან ლანდშაფტს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2500-2800 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ შეხვდებით წიწვოვან და შერეულ ტყეებს. კავკასიისათვის დამახასიათებელ ფაუნის წარმომადგენლებს: კავკასიურ დათვს, თხას, ირემს, შველს, მგელს, მელას და ტურას. ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ხელშეუხებელი ბუნება საინტერესოს ხდება მოგზაურისთვის. ასეთ ზონებს მიეკუთვნება: მეფის ჭალა, კატრები, ყუმურის, სულორის, უხუთის, კორთხას ტყის მასივები, რომელიც უმდიდრესია თავისი ფლორითა და ფაუნით. აგრეთვე  ალპურ ზონაში 2700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ბუნების იშვიათობა „ჯაჯის“ ტბა, რომელიც გვაძლევს დიდ შესაძლებლობას ადგილზევე ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად;
  • სამთო საცხენოსნო – რაიონი მდიდარია ალპური და სუბალპური მდელოებით, ულამაზესი მთებით, რომელთა ნაწილიც ზამთარ–ზაფხულ თოვლითაა დაფარული და რომელიც თავისი სილამაზით მრავალი ტურისტის ყურადღებას იპყრობს;
  • სპელეო – რაიონი მდიდარია ჯერ კიდევ შეუსწავლელი და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მღვიმეებით. მაგალითად ბზვანის თემში 1985 წელს აღმოჩნდა კარსტული მღვიმე  სიგრძით 1.2 კმ, რომლის მიკროკლიმატი, სტაბილური ტემპერატურა და ულამაზესი მიკროგარემო დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს;
  • რაფტინგი – ნაოსნობა მდ. რიონზე (არგონავტების ნაკვალევზე);
  • აგროტურიზმი – აგრო ტურების განვითარების პირობას იძლევა რაიონის აგრარულ სექტორში არსებული პოტენციალი. კერძოდ ვანში განვითარებულია მეცხოველეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა და სხვა. ტურიზმის ამ სახეობის განვითარებისათვის ყველა სოფელს თავისი განუმეორებელი შესაძლებლობები გააჩნია, რომელთა ტრადიციები უძველესი დროიდან მოდის და საკუთარ სახეს დღესაც ინარჩუნებს; რაიონის თითქმის ყოველ მეორე ოჯახს აქვს განვითარებული საოჯახო მეურნეობა, რაც უდიდეს ინტერესს იჩენს უცხოელ ტურისტებს შორის;
  • სამონადირეო;
  • სამკურნალო - გამაჯანსაღებელი – ვანში ორი ბალნეოლოგოური კურორტია:

     კურორტი „სულორი“

ბალნეოლოგიური კურორტი „სულორი“ მდებარეობს აჭარა-ახალციიხის მთიანეთის ჩრდილო კალთაზე, ვანიდან 11კმ, ზღვის დონიდან 259 მ. მინერალური თერმული წყლები არის დაბალი მინერალიზაციის (0.3-0.4 გ/ლ), სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გარდუსი). მისით მკურნალობენ: საყრდენ-სამოძრაო აპარატს, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიურ დაავადებებს.

კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა, ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის 32 ინდივიდუალური აბაზანაა. დასასვენებელი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც განთავსებულია არაჩვეულებრივ ბუნებაში.

    კურორტი „ამაღლება“

ბალნეოლოგიური კურორტი ამაღლება მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ვანიდან 8კმ, ზღვის დონიდან 80მ. მინერალური თერმული წყლები შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას. მისით მკურნალობენ: ქრონიკულ ართრიტს, ჰიპერტონულ დაავადებებს, ათეროსკლეროზს, რადიკულიტს, კარდიოსკლეროზს და სხვა  

       ვანში შემდეგი მუზეუმებია:

1.     არქეოლოგიური  მუზეუმი (ქ. ვანი, გორგასლის ქ. 33);

2.      სახვითი ხელოვნების მუზეუმი (ქ. ვანი, სოლომონ II-ს ქ. 2);

3.     გალაკტიონ ტაბიძის სახლ–მუზეუმი (სოფელი ჭყვიში);

4.      ტიციან ტაბიძის სახლ–მუზეუმი (სოფელი ჭყვიში);

5.      კორნელ კეკელიძის სახლ-მუზეუმი (სოფელი ტობანიერი).

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და ტურისტული ობიექტი ვანის მუნიციპალიტეტიში არის უკვე მსოფლიო აღიარების მქონე ანტიკური ხანის ნაქალაქარი, სადაც ადგილობრივი და საკაცობრიო მნიშვნელობის უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა განხორციელდა (ძვ. წელთაღრიცხვის VIII-I საუკუნეები).