ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

ქ. ვანის ტერიტორიული ორგანო

ქ, ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ. რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °C, იანვარი 4,1 °C, ივლისი 23,4 °C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.). 

ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება.

ქ. ვანის რწმუნებულია მერაბ ლორთქიფანიძე