ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მთისძირის ტერიტორიული ორგანო

მთისძირის ტერიტორიული ორგანო

 მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 . ვანიდან 10 კმ. აღმოჩემინლია მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლები (ძვ.წ.VI ს.-ახ.წ. VIII ს.) მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, სოფელ მთისძირის სამხრეთ ნაწილში,  ვანიდან 8 კმ-ზე. ნამოსახლარები დადასტურებულია რამდენიმე გორაზე და მათ შორის მდებარე დაბლობზე, აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკული ნაწარმი, აგრეთვე კრამიტი და აგური, ნაპოვნია აგრეთვე იმპორტული (ატიკური, ქიოსური, სინოპური) კერამიკული ნაწარმიც. აღმოჩნდა ქვევრსამარხების ნაშთებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილ წაბლაღელეში 1952 წ. შემთხვევით აღმოჩენილი (ნ. ხოშტარია) მდიდრული სამარხის ნაშთი (ძვ. წ V ს. ბოლო - IV ს), რომელშიც ნაპოვნია სამკაული (ოქროს „სხივანა საყურე“, საკისრე რგოლი), ჭურჭელი (ვერცხლის ყანწ-რიტონი, ბრინჯაოსა და კერამიკის ჭურჭელი) რკინის ლურსმანი და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე ადეიშვილების გორა, სადაც 1974 წელს აღმოჩნდა (გ. გამყრელიძე) ძ. წ. V-IV სს სასიმაგრო ნაგებობების ნაშთი. მშენებლობაში გამოყენებული ყოფილა ქვა, ხის (თელა) ძელები და თიხა-მიწა. ნაგებობა ოთხკუთხაა და შედგება ორი სხვადასხვა ზომის (26,88 მ2 და 13,44 მ2) სათავსისაგან. გარე კედლების სიგანეა 2,80-2,60 მ.ხოლო შიდა კედლისა - 1 მ. ნაპოვნია ძვ. წ V-IV სს. ადგილობრივი კერამიკის ნაშთები (კოლხური ქვევრები, დერგები, სასმისები), იმპორტული კერამიკის ნაშთები, ასევე ბრინჯაოს ზანზალაკი, ისრისპირი, 3 სალესი ქვა და ოსტეოლოგიური მასალა. ამგვარი ძელებიანი ნაგებობა დამახასიათებელია ძვ. წ. V-IV სს. კოლხეთისათვის. მისი დანერგვის დრო განსაზღვრულია რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის მეთოდით - ძვ.წ. 330±40  წ. 

ჭაგან-ჭყვიში (მთისძირის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 60 მ. ვანიდან 11 კმ.

მთისძირის თემის რწმუნებული რეზო ჟღენტი