• თებერვალი 2017
MTWTFSS
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     

ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მედიაიხილეთ ყველა სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვანში

.
გამოქვეყნებულია: 03/08/2012

შეხვედრის დროს, ვანო მერაბიშვილმა კლინიკის პერსონალს გააცნო გასულ კვირას რაიონული საავადმყოფოების მმართველ კომპანიებთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 სექტემბრიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში ექთნის ხელზე ასაღები მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნება. იმ ექთნებს, რომლებიც მანამდე ხელზე 200-დან 350 ლარამდე იღებდნენ, ხელფასი 20%-ით, ხოლო ვინც 350-დან 500 ლარამდე იღებდა, ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა 2012 წლის 1 აგვისტოდან დაზღვევით უზრუნველყონ მათ ჰოსპიტალურ ქსელში მომუშავე მთელი სამედიცინო პერსონალი. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ექთნების ხელფასის ზრდის პარალელურად სხვა სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდის მნიშვნელობას. 

ვანის სამედიცინო ცენტრის რეაბულიტაცია 2012 წლის 20 ივლისს დაიწყო და 2013 წელს დასრულდება. სულ აღნიშნულ კლინიკაში 45 ადამიანი, მათ შორის 19 ექიმი და 16 ექთანი არის დასაქმებული.