• ნოემბერი 2017
MTWTFSS
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მედიაიხილეთ ყველა სიახლეები

2 ივნისს „ვანელობა“ აღინიშნა

.
გამოქვეყნებულია: 03/06/2012

დილიდან ვანის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი,  მეუფე გრიგოლი. 

ეპარქიაში შეტანილი წვლილისათვის სიგელითა და საკათედრო ტაძრის სიმბოლოთი  დაჯილდოვდნენ მელორ ტყეშელაშვილი, ბეჟან წაქაძე და ავთანდილ იაშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვანის  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა პაატა ლეჟავამ ადგილობრივ მოსახლეობას  ,,ვანელობა“  მიულოცა. 

ღონისძიება გაგრძელდა ქალაქის სკვერში, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ძალები იღებდნენ მონაწილეობას. საცეკვაო ნომრები წარმოადგინა ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,იმედი“-სა  და  შუამთის ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,საჩინო“-ს მოცეკვავეებმა, ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ვანის კულტურის ცენტრთან არსებულმა მომღერალთა გუნდმა ,,ვანი“, ვაჟთა ვოკალურმა ტრიომ ,,იმერეთი“. უკრავდა ვანის ეპარქიასთან არსებული ქართულ-ხალხური საკრავთა გუნდი ,,მერცხლები“. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს  ხელმძღვანელები და საჯარო სამსახურების წარმომადგენლები.