ვანის საკათედრო ტაძარი
წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა
ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

კულტურის მინისტრის ვიზიტი ვანის მუნიციპალიტეტში

ნიკოლოზ რურუამ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმს საჩუქრად პრეზენტაციებისთვის საჭირო აპარატურა–პროექტორი, ეკრანი და პორტატული კომპიუტერი გადასცა.
ასევე დასაჩუქრებულ იქნა ქ. ვანის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელსაც მინისტრმა ქართველი და უცხოელი ავტორების 800 წიგნი, ორი კომპლექტი პერსონალური კომპიუტერი და საბეჭდი კომბაინები გადასცა.
უყურადღებოდ არც ვანის კულტურის ცენტრი იქნა დატოვებული, რომლის დარბაზის სცენაზე უახლესი თაობის განათების სისტემა დამონტაჟდა. ნიკოლოზ რურუა აქვე შეხვდა ვანის მოსახლეობას და ესაუბრა მათ იმ სამუშაოებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი ვანის მუნიციპალიტეტში, ასევე მან დამსახურებული პედაგოგის სიგელით დააჯილდოვა სასპორტო და სახელოვნებო გაერთიანების სამუსიკო სკოლის მასწავლებლები: მზია ზვიადაძე, ნატალია თურმანიძე, გვანცა სიგუა და ირინა გურგენიძე.
დღის ბოლოს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ულამაზესი საღამო აჩუქა კულტურის ცენტრში შეკრებილ ვანის მოსახლეობას.
ბოლო სიახლეები
03/08/2012
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვანში
23/06/2012
პრეზიდენტი ვანში
09/06/2012
ჯგუფი „მგზავრები“ ვანში
03/06/2012
2 ივნისს „ვანელობა“ აღინიშნა
01/05/2012