• აპრილი 2017
MTWTFSS
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მედიაიხილეთ ყველა სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ვანში

.
გამოქვეყნებულია: 22/02/2012

პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივებს 2012 წელს დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. 2012 წელს დასრულდება ვანის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი, დაიწყება არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია, საუბარი შეეხო აგრეთვე საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და  წყალმომარაგების სისტემაში მიმდინარე სამუშაოებს.

დავით ბაქრაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2012 წლის ბოლომდე  ვანში ახალი საავადმყოფოც გაიხსნება. მან ასევე  ვანელებს განუმარტა, რომ სექტემბრიდან ყველა პენსიონერსა და ექვს წლამდე ბავშვს სამედიცინო დაზღვევა ექნება და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გასამარტივებლად ყველა რეგიონში ადგილობრივი მედიაციის სამსახური   შეიქმნება.

ვანელებმა პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე მაღალმთიან სოფელთან მისასვლელი გზის განახლება სთხოვეს, რაზეც მისგან თანხმობა მიიღეს. "აქაც იგივე დინამიკა და იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოს რეგიონებში. ბევრი რამ კეთდება  და ბევრი რამაც გასაკეთებელია. ჩვენი ამოცანაა, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების გზით გავიგოთ რა აწუხებს ხალხს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.