• ოქტომბერი 2017
MTWTFSS
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მედიაიხილეთ ყველა სიახლეები

მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან

.
გამოქვეყნებულია: 19/02/2012

 ვანის კულტურის ცენტრში სტუმრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა ლეჟავა, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ მატარაძე,  ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ გეგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე.

სტუმრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მის წინაშე არსებული გამოწვევების, ხელისუფლების საქმიანობის, მის მიერ გატარებული რეფორმებისა და მომავალი პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ, როგორიცაა: 

1.      ინფრასტრუქტურის ახალი პროგრამები;

2.      უფრო მეტი იაფი კრედიტის გაცემა მეწარმეთა დასახმარებლად;

3.      ნაბიჯები, რომლებიც აკავშირებს უცხოურ დახმარებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან;

4.      ეკონომიკის სტიმულირების ახალ პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოხდება 2,2 მილიარდი ლარის სახელმწიფოს მიერ ინვესტირება ისეთ პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ ეკონომიკას და ქმნიან პირობებს 25000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. 

      განხილულ იქნა ვანის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, რომლის შესახებაც სტუმრებმა ძირითადად შეხვედრაზე   მოსული ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მოისმინეს. მოსახლეობის შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა ნაციონალური მოძრაობის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა ლეჟავამ, რომელმაც ისაუბრა ამ პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე, ასევე გააცნო მათ ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 2012 წელს  დასრულდება გაზიფიცირების  პროცესი, უახლოეს პერიოდში ამუშავდება წყალმომარაგების ახალი სისტემა, დაიგება ახალი საავტომობილო გზები შემდეგ მონაკვეთებზე: ამაღლება-ზეინდარი, ვანი-მთისძირი, ვანი-ზედავანი, ზეინდარი-გორა. სოფელ ზედავანში იწყება ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე დაიწყება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 5 მილიონ ლარს და იგი დასრულდება  მომდევნო წელს. ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი საავადმყოფოს მშენებლობაც, რომელიც გაიხსნება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.