• დეკემბერი 2018
MTWTFSS
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მედიაიხილეთ ყველა სიახლეები

ვანს უკრაინაში დაძმობილებული ქალაქი ყავს

.
გამოქვეყნებულია: 24/10/2011

სტუმრებთან შეხვედრა გაიმართა გამგეობის სხდომათა დარბაზში, შეხვედრას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები. წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია ვანის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოს შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ გეგიძემ, ასევე ამვროსიევკას რაიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი კოლოდიმ ისაუბრეს ორი ქალაქის მომავალ ურთიერთობებზე და მის ძირითად პრიორიტეტებზე, რომელიც მოიცავს  ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ბიზნესპარტნიორობის და სხვა საკითხებს.

ამავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება ორი ქალაქის დაძმობილების თაობაძე, რომელსაც ხელი მოაწერეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ გეგიძემ და ქალაქ ამვროსიევკას რაიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ  სერგეი კოლოდიმ. 

ვიზიტის ფარგლებში შედიოდა სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები. სტუმრებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გაეცვნენ ქართულ ტრადიციებს, სუფრის წეს-ჩვეულებებს, მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქები და კუთხეები-მცხეთა, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.

უკრაინის დელეგაცია 24 ოქტომბერს დაბრუნდა სამშობლოში. ახლო მომავალში ვანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით ეწვევა ქალაქ ამვროსიევკას.