• დეკემბერი 2018
MTWTFSS
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

მედიაიხილეთ ყველა სიახლეები

ვანს უკვე ჰყავს დაძმობილებული ქალაქი აშშ–ში

.
გამოქვეყნებულია: 28/05/2011

ვიზიტის მეორე დღეს, 15 მაისს, ვანში შედგა საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის კურსდამთავრებულთა კონფერენცია, რომლის დროსაც პრეზენტაციებით გამოვიდნენ აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები ეკატერინე კოკაია, ლაშა ჩხარტიშვილი და გიორგი ივანიაძე.

ვანის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა გულადი თევზაძემ.

ჩარლი ბუშმა წარმოადგინა პრეზენტაცია ვაშინგტონის შტატისა და ქალაქ პროსერის ადმინისტრაციის მუშაობის შესახებ.

კონფერენციას ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და სამსახურის უფროსების გარდა ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების დირექტორი საქართველოში ტიმოთი ბლაუველტი, საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის კოორდინატორი თამილა ვაჭარაძე და პროგრამის ფინანსური მენეჯერი ლინა გრიგორიანი.

ვიზიტის ფარგლებში ჩარლი ბუშს ქონდა საქმიანი შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, საკრებულოსთან, გამგეობის სამსახურებთან, მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებთან და სოფლების ადმინისტრაციებთან.

23 მაისს შედგა შეხვედრა ქალაქ ქუთაისის მერთან გიორგი თევდორაძესთან და იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა მაქაცარიასთან. ასევე იმერეთის მხარეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ შეხვედრებს ესწრებოდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების კოორდინატორი აშშ–ში – ლესლი რაიანი

ვიზიტის დაგვირგვინება იყო 24 მაისს ვანის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ პროსერს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაძმობილების თაობაზე, რომელსაც ხელი მოაწერა ვანის მუნიციპალიტეტის მხრიდან მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ გეგიძემ და ქალაქ პროსერის მხრიდან ქალაქის ადმინისტრატორმა ჩარლი ბუშმა. ურთიერთშეხვედრების შედეგად ჩამოყალიბდა მომავალი ურთიერთობის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ხუთ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს: 1. ინფრასტრუქტურის განვითარება; 2. საზოგადოების დონის ამაღლება, რაც მოიცავს ტურიზმის განვითარებას და ბიზნესპარტნიორობას; 3. განათლება (გაცვლითი პროგრამები); 4. სოფლის მეურნეობა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მეღვინეობას; 5. სპორტი და ხელოვნება.

ვიზიტი მოიცავდა სხვადასხვა კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. ჩარლი ბუში დაესწრო კორნელი კეკელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს სოფელ ტობანიერში. მან მოინახულა ქალაქები ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მცხეთა, თბილისი, თელავი და სიღნაღი.

2011 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია ვანის მუნიციპალიტეტის დელეგაციის სტუმრობა ქალაქ პროსერში, ხოლო 2012 წლის გაზაფხულზე უკვე პროსერის დელეგაცია ეწვევა საპასუხო ვიზიტით ვანს.