ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

ტაბიძეების სახლმუზეუმებიი

სახლმუზეუმები

ერთი ოცნების ერთი გვარის ვართ ტყუპისცალი. "ბედი სოფლისა მშობლის ბედსა ჰგავს. მისი დიდება სახელოვან შვილებს მოაქვთ. გალაკტიონი და ტიციანი რომ არა, ჭყვიშის არსებობა უცხოთაგან ორიოდე თავგამოდებულ ტურისტს თუ ეცოდინებოდა. საქართველოშიც ბევრისათვის ალბათ არაფრის მთქმელი იქნებოდა ეს სახელი. დღეს კი ყველამ უწყის, რომ 20 საუკუნის ქართული პოეზიის მერიდიანი ჭყვიშზე გადის."

                                                                                       ნ.ტაბიძე

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები დაიბადნენ ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში. სოფელიჭყვიში მდებარეობს ქ. ვანიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. 

ეზოს ამშვენებს გალაკტიონისა და ტიციანის მემორიალური სახლები, რომლებიც ოციოდე ნაბიჯზეა დაშორებული ერთმანეთისგან. სახლები მე-19 საუკუნეშია აგებული, აქვეა საექსპოზიციო დარბაზები. აქ მოსული სტუმარი გაეცნობა პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტომასალას, დოკუმენტებს, ხელნაწერებს...

მუზეუმის ტერიტორია მოიცავს  3 ჰა. მიწის მაკვეთს. რომელიც გამშვენებულია საუკუნოვანი ხეებით, წიწვოვანი და მარადმწვანე  სხვადასხვა ჯიშის  მცენარეებით.

მუზეუმი მდინარე რიონის თვალწარმტაც ხეობაშია. აქ საუკუნეებს ლეგენდებად და მითებად  შემორჩენია ისტორიული კოლხეთი...  სადაც არგონავტებმა დაასრულეს მოგზაურობა იაზონის მეთაურობით. არგონავტების მარშუტი გაიმეორეს  მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, ექსპედიციას ტიმ სევერინი ხელმძღვანელობდა. მუზეუმის ეზოში აღმართულია მარმარილოს სტელა  თანამედროვე არგონავტების ავტოგრაფებით.

ტურისტებს აოცებთ პოეტების მემორიალური სახლები, მათი ყოფილი ცხოვრება, ინტერესდებიან  მათი შემოქმედებით. აქ დაცულია გალაკტიონისა და ტიციანის  მამისეული ბიბლიოთეკა საღვთისმსახურო, სარიტუალო ჭურჭელი და სხვა უნიკალური ექსპონატები.

 ყოველწლიურად მუზეუმში იმართება საიუბილეო ღონისძიებები. ტარდება მუზეუმის საერთაშორისო  დღე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტები, უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები ღებულობენ მონაწილეობას. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდები ჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

მუზეუმი უამრავ ტურისტს ღებულობს. აქაურობა ულამაზესია წლის ნებისმიერ დროს.

 ქვის ბილიკს გალაკტიონისა და ტიციანის წინაპრების ჭურ-მარანთან მივყავართ. აქ ტრადიციულად ისხმება წითელი ღვინო  დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს, რომ შეუძლიათ შესვან მზის, პოეზიის, სიცოცხლის, სიყვარულის სადღეგრძელო.

 ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ ექსკურსიის მსვლელობისას.

მუზეუმი  მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა.

1000-სთ-დან 1800-სთ-მდე. შესვლა ერთი       

დამთვალიერებლისათვის 1 (ერთი) ლარი 

გიდის მომსახურეობა 5 (ხუთი)ლარი.

მისამართი: ვანის რაიონის სოფელი ჭყვიში.

ტელ: 893-56-05-06

tabidzeebismuzeumi@mail.ru