ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

კულტურა

„სადაც კულტურა აღმოცენდება, ნაყოფი მისი ძალზედ ტკბილია“

ვანი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ფასეულობებით, მუნიციპალიტეტში ყოველთვის არსებობდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელი, სადაც არაერთი ნიჭიერი შემოქმედი აღიზარდა და რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოაჩინეს ქართული კულტურა.

 ქართული ფოლკლორი ვანში განვითარების უმაღლეს საფეხურზე დგას, ვანში მოქმედებს უხუცეს მომღერალთა ფოლკლორული გუნდები ,,სულორი”, ,,ტობანიერი”, ,,შუამთა”, ,,დუცხუნი”, რომლებიც რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატებია და რომელთაც მიღებული აქვთ მრავალი დიპლომი, სიგელები და ფასიანი ჯილდოები.

  ვანი ბუმბერაზი პოეტების გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სამშობლოა,მათ მშობლიურ სოფელ ჭყვიშში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაულები ,,გალაკტიონობა” და ,,ტიციანობა”, სადაც უამრავი საპატიო სტუმარი ჩამოდის.

ვანის მუნიციპალიტეტი მდიდარია აგრეთვე ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ტაძრებით, მათი საერთი რაოდენობა 38–ს შეადგენს, უმრავლესობა აღდგენილია და მიმდინარეობს წირვა-ლოცვა.

  ამჟამად ვანის მუნიციპალიტეტში არაერთი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი ნიჭის რეალიზებას სხვადასხვა სფეროში ახდენენ, მოქმედებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იმედი”, ,,აისი“, ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მერცხალი”.

ვანში თეატრალური ცხოვრება მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დაიწყო. წარმოდგენები ძირითადად საცხოვრებელი სახლების აივნებზე და ქოხ-სამკითხველოებში იმართებოდა მანამ., სანამ სოფელ ვანის ცენტრში (ამჟამად ქალაქის ცენტრი) არ დაარსდა ,,გლეხთა სახლი”. ეს იყო 1930 წელი. დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია კულტურის ცენტრი, რომლის დარბაზი გათვალისწინებულია 600 მაყურებელზე, აქვს ოთხი სარეპეტიციო და ორი საგრიმიორო ოთახი.

ვანის სახალხო თეატრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხა თეატრალურ ფესტივალებსა და კონკურსებში. ხოლო 2002 და 2003 წლებში ვანი თვითონ იყო იმერეთისა და რესპუბლიკური ფესტივალების მასპინძელი.

ვანში უკვე  2 წელია დამკვიდრდა და ტრადიციად იქცა ,,სახალხო დღესასწაული ვანელობა’’, ამ დღეს სხვადასხა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება. 2010 წელს ეს თარიღი სიმბოლური იყო, რადგან დაემთხვა ვანის ცენტრში წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის გახსნას, სადაც ჩამობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც წირვა-ლოცვა აღავლინა ახლადგახსნილ ტაძარში.

ვანის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,საჩინო” ყოფილ საბჭოთა კავშირში საკმაოდ ცნობილი ანსამბლი იყო, რომელსაც მრავალი კონცერტი აქვს გამართული საქართველოს მასშტაბით.

   ვანში 1985 წლიდან ტარდება მსოფლიოს არქეოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ.

 ვანის მუნიციპალიტეტში ყოველგვარი პირობა არსებობს კულტურის დონის ამაღლებისათვის, ყველასათვის არის ცნობილი რომ კულტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ვანელებმა არამარტო საქართველოს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვეს სახელი.