ვანის საკათედრო ტაძარი

წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარი

ვანის საკათედრო ტაძარი

არქეოლოგიური აღმოჩენა

ვანის საგანძური ქართველი ხალხის წარსულის სიდიადეს ასახავს. აქ აღმოჩენილმა ექსპონანტებმა არაერთხელ განაცვიფრა როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

არქეოლოგიური აღმოჩენა
იმოგზაურე საქართველოში Whine Started Here

კურორტი სულორი

კურორტი სულორი

სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1125 ადამიანი. სოფელში დგას ისტორიული კოშკი - გორმაღალის ციხე.

ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გრადუსი), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.
კურორტ სულორის სამკურნალო წყლებს ოდითგანვე იცნობდნენ მთელ საქართველოში. წინათ ის ცნობილი იყო დვალიშვილების აბანოების სახელწოდებით. კურორტ სულორს სახელი გაუთქვა თერმულმა რადიაქტიულმა მინერალურმა წყლებმა.
კურორტ სულორის აღმოჩენას ხალხურ თქმულებას მიაწერენ. ზამთარში როდესაც აქაური არემარე თოვლის სამოსელში იყო გახვეული, მონადირეებს შეუმჩნევიათ მდინარის მარჯვენა ნაპირიდან ათი მეტრის დაშორებით ორთქლი. კლ...დის ძირას თბილი წყლის ნაკადული მოდიოდა, მიწიდან თბილი წყლის ამოსვლა მაშინ ხალხს „ღვთის მოწყალებად“ ჩაუთვლია.
გაზაფხულზე აქ დავრდომილი ახალგაზრდა გოგონა მოუყვანიათ, თბილ წყალში ჩაუსვამთ, რამდენიმე აბაზანის მიღების შემდეგ ის ფეხზე დამდგარა, ეს ამბავი ელვასავით მოდებია მთელ სოფელს.
ბოლო ხანებამდე შემორჩა ხალხში რწმენა სულორის მინერალური წყლების ღვთაებრივი ქმედების.
ავადმყოფთა მკურნალობის ჩვენებები:
• ქრონიკული ართრიტი: ინფექციური, რევმატიული, ტრამვული, ნივთიერებათა ცვლის მოშლის და ენდოკრინული წარმოშობის;
• მსუბუქი და საშუალო ფორმის სპონდილოზები და სპონდილოართრიტები;
გულსისძარღვთა სისტემის დაავადებები:
• მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში;
...• კარდიო სკლეროზები: მიოკარდიული და აღეროსკლეროზული
• ჰიპერტონული დაავადება;
• თრომბოფლებიტები: მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ არა უადრეს სამი თვისა;
ნერვული სისტემის დაავადებები:
• პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევრიტები, ნერვალგიები, რადიკულიტი და სხვა);
• ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები ვეგეტოდისტონური და ნევრასთენიული მოვლენებით;
გინეკოლოგიური დაავადებები:
• საშვილოსნოს, მისი დანამატების და საშვილოსნოს ირგვლივი ბადურის ქრონიკული ანთებითი პროცესები;